ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა

ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა

ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა
Tbilisi, Georgia
advertising
ქართული

აღწერა

18 თებერვალს, 14:00 საათზე, საბაუნის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საჯარო ლექციაზე: „ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა“.

რაზე ვისაუბრებთ?

▪️ ციფრული სახელმწიფო vs e-Government: რა განსხვავებაა სერვისების გაციფრულებასა და სრულ ციფრულ მმართველობას შორის;

▪️ ესტონური მოდელი: როგორ მუშაობს ციფრული ID და მონაცემთა მიმოცვლის უნიკალური სისტემა (X-Road).
საქართველოს გზა: არსებული სერვისები, მიღწეული პროგრესი და მთავარი გამოწვევები;

▪️ შედარებითი ანალიზი: ინფრასტრუქტურა, სტრატეგია და ნდობა პატარა სახელმწიფოების მოდელებში;

▪️ AI მმართველობაში: ხელოვნური ინტელექტი, როგორც მონაცემებზე დაფუძნებული მართვის ინსტრუმენტი;

▪️ სამომავლო პერსპექტივა: რა გეგმები აქვს ესტონეთს და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს საქართველო.

სპიკერი: ლუკა ტუღუში - ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის (TalTech) ზამთრის სკოლის კურსდამთავრებული. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, რომელიც გაგიზიარებთ ევროპულ გამოცდილებას.

ღონისძიება ორგანიზებულია საბაუნის სტუდენტურ საქმეთა მენეჯერის მიერ.

კ. ქუთათელაძის 3, საბაუნის სტუდენტური სივრცე.

ფოტო და ვიდეო

ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება