საქმის მასალებიდან:
„სტაინვილის პატარა ქალაქის ვუდვორტსის ბაღში აღმოჩენილია 42 წლის ფერმერის ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს თავში. გარდაცვლილის ხელები და ფეხები გაშლილია გვერდებზე, წარმოქმნის ვარსკვლავის მსგავს ფიგურას.
ცოლის ჩვენების მიხედვით, მამაკაცი უნდა დაბრუნებულიყო სტაინვილში პოპულარული წიგნების კლუბის მორიგი შეხვედრიდან, თუმცა დაახლოებით 20:00 საათზე დარეკა და გააფრთხილა, რომ ცოტათი დააგვიანებდა. მაგრამ სახლში ის აღარ დაბრუნებულა…“
დეტექტივებო, დროა კვლავ გავემგზავროთ დამნაშავეების კვალდაკვალ!