აღწერა
4 ოქტომბერს სასტუმრო მონოგრაფში კომპანია IPS Trade-ის ორგანიზებით გაიმართება URSA -ს დღე თბილისში.
აქ გაეცნობით უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქციას და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს თბო-ხმის იზოლაციის მიმართულებით.
პრეზენტაციას დაესწრებიან მშენებლობის სფეროს წარმომადგენლები:
არქიტექტორები, მშენებლები, პროექტის ხელმძღვანელები, ექსტერიერ-ინტერიერის დიზაინერები, დეველოპერები და სარემონტო კომპანიები.
ღონისძიების მონაწილეებს ექნებათ საშუალება პირადად URSA-ს წარმომადგენლებს დაუსვან ტექნიკური შეკითხვები და ფიზიკურად დაათვალიერონ ნიმუშები.