ანდრია მოციქულის დღე - სახელმწიფო დღესასწაული ლაზური სიმღერის კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ანდრია მოციქულის დღე - სახელმწიფო დღესასწაული ლაზური სიმღერის კონცერტი

ანდრია მოციქულის დღე - სახელმწიფო დღესასწაული ლაზური სიმღერის კონცერტი

ანდრია მოციქულის დღე - სახელმწიფო დღესასწაული ლაზური სიმღერის კონცერტი
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

12 მაისი არის სახელმწიფო დღესასწაული დაკავშირებული საქართველოს განმანათლებლის წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებასთან. ამავე დღეს აღინიშნება ასევე ლაზი წმინდანების ხსენების დღე.

საპატრიარქო ყოველწლიურად, ამ დღის აღსანიშნავად თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ (საქართველოს ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის საეპისკოპოსო კათედრიდან) ქ. ოფიდან აწყობს მსვლელობას სწორედ იმ მარშრუტით რა გზაც გამოიარა წმ. ანდრია მოციქულმა. ამ დღის აღსანიშნავად განზრახული გვაქვს ჩავატაროთ ლაზური სიმღერის კონცერტი, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები შეასრულებენ თავის ცნობილ ჰიტებს ლაზურად. კონცერტზე ჩამოვლენ ლაზი მომღერლები თურქეთიდან და გერმანიიდან, რომელნიც შეასრულებენ როგორც ქართულ ასევე ლაზურ სიმღერებს.

მოკლედ იქნება აღწერილი ლაზეთის მხარე და ის მარშრუტი რაც გამოიარა დიდმა მოციქულმა საქართველოს გასანათლებლად. კონცერტზე, ეკრანზე ნაჩვენები იქნება ლაზური კულტურის ძეგლები (ციხეები, ხიდები სახლები).

სიტყვით გამოვლენ ხელისუფლების და ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე თურქეთიდან მოწვეული ოფიციალური სტუმრები (საქართველოსთან დამეგობრებული ქალაქის მერები და თურქეთის პარლამენტის წევრები.

*5 წლამდე ბავშები დაიშვებიან ბილეთის გარეშე

ფოტო და ვიდეო

ანდრია მოციქულის დღე - სახელმწიფო დღესასწაული ლაზური სიმღერის კონცერტი

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება