აღწერა
დიზაინის ინსტიტუტში ახალი კურსი იწყება - ციფრული პროდუქტების დიზაინი. დაინტერესებულ ადამიანებს გელოდებით ღია კარის დღეზე. შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ კურსის სტრუქტურას, ამოცანებს, მიზნებს და შეხვდეთ სფეროს პროფესიონალ ლექტორებს, რომლებიც მთელი კურსის განმავლობაში გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და გაგიწევენ მენტორობას.