დამოუკიდებლობის დღე მუტანტ რადიოში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ღონისძიება უკვე ჩატარდა
დამოუკიდებლობის დღე მუტანტ რადიოში

დამოუკიდებლობის დღე მუტანტ რადიოში

დამოუკიდებლობის დღე მუტანტ რადიოში
4, დ. უზნაძის ქ.
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები პროტესტის თითოეული მონაწილის სანდო და ერთგული დასაყრდენები არიან. 

პროტესტის პირველივე დღიდან გაუქმდა ჩანიშნული ღონისძიებები. ორგანიზატორები, არტისტები და მსმენელები კი სხვა თანამოაზრეების მხარდამხარ შეუდგნენ სისტემის წინააღმდეგ თავდაუზოგავ ბრძოლას. 

ბარებმა გახსნეს კარი პროტესტის მონაწილეთათვის. გასწიეს უამრავი რისკი. მარბიელი რაზმებისგან დაზარალებულებს ზამთრის ცივ დღეებში გვაძლევდნენ თავშესაფარს, გვამარაგებდნენ ჩაით, ყავით, საკვებით…

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურმა სივრცეებმა ფინანსური ვალდებულებების გამო ნაწილობრივ აღადგინეს საქმიანობა, დაგროვილი დავალიანებები მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და უმძიმესი რეალობის - დახურვის პერსპექტივის წინაშე აყენებს.

ასეთი თავისუფალი სივრცეების დაკარგვის ფუფუნება კი, განსაკუთრებით ასეთ დროს, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. 

სწორედ ამიტომ, სინათლის მოძრაობის ინიციატივით, წელს უჩვეულოდ ადრე ვაანონსებთ მაისში დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ღონისძიების დეტალური აღწერა და განრიგი მაისის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.

ფოტო და ვიდეო

დამოუკიდებლობის დღე მუტანტ რადიოში

ადგილი

Mutant Radio

Mutant Radio — მედია პლატფორმა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას: მიქსები, ინტერვიუები, საგანმანათლებლო შოუები, ცოცხალი კონცერტები და დისკუსიების ტრანსლაციები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადის ან ჩანაწერებად იწერება და შემდეგ გადაიცემა. იგი აგროვებს სხვადასხვა არტისტებს, დიჯეებსა და საინტერესო პიროვნებებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, კონცენტრირდნენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი თემების განხილვაზე. Mutant Radio-ს უნიკალობა ისაა, რომ ის მობილურია.

ფიზიკური სადგური არის სრულად აღჭურვილი საკარვე, რომელიც მდებარეობს თბილისში, მაგრამ ასევე გადადის ტრანსლაცია სხვა რეგიონებიდან და სპეციალური ლოკაციებიდან საქართველოს მასშტაბით. პირდაპირი ტრანსლაციების გარდა, Mutant Radio-ს აქვს ღია სივრცის კაფე, სადაც ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები შეუძლიათ დატკბნენ ხარისხიანი მუსიკით და მეგობრული ატმოსფეროთი.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება