დამოუკიდებლობის დღე დედაენაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
დამოუკიდებლობის დღე დედაენაში

დამოუკიდებლობის დღე დედაენაში

დამოუკიდებლობის დღე დედაენაში
Dedaena Park
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

24.05.2025
შაბათი
21:00
50

აღწერა

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები პროტესტის თითოეული მონაწილის სანდო და ერთგული დასაყრდენები არიან. 

პროტესტის პირველივე დღიდან გაუქმდა ჩანიშნული ღონისძიებები. ორგანიზატორები, არტისტები და მსმენელები კი სხვა თანამოაზრეების მხარდამხარ შეუდგნენ სისტემის წინააღმდეგ თავდაუზოგავ ბრძოლას. 

ბარებმა გახსნეს კარი პროტესტის მონაწილეთათვის. გასწიეს უამრავი რისკი. მარბიელი რაზმებისგან დაზარალებულებს ზამთრის ცივ დღეებში გვაძლევდნენ თავშესაფარს, გვამარაგებდნენ ჩაით, ყავით, საკვებით…

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურმა სივრცეებმა ფინანსური ვალდებულებების გამო ნაწილობრივ აღადგინეს საქმიანობა, დაგროვილი დავალიანებები მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და უმძიმესი რეალობის - დახურვის პერსპექტივის წინაშე აყენებს.

ასეთი თავისუფალი სივრცეების დაკარგვის ფუფუნება კი, განსაკუთრებით ასეთ დროს, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. 

სწორედ ამიტომ, სინათლის მოძრაობის ინიციატივით, წელს უჩვეულოდ ადრე ვაანონსებთ მაისში დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ღონისძიების დეტალური აღწერა და განრიგი მაისის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.

ფოტო და ვიდეო

დამოუკიდებლობის დღე დედაენაში

ადგილი

დედაენის ბარი
დედაენის ბარი
Dedaena Park
ღამის კლუბი თბილისის ცენტრში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება