მენიუ
სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ თანამედროვეობის უდიდესი შვედი დრამატურგის, პოეტის, სცენარისტისა და თეატრის რეჟისორის ლარს ნურენის შავი იუმორით სავსე პიესის პირველ დადგმას საქართველოში. ნურენი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც თავის ნამუშევრებში აგრძელებს ავგუსტ სტრინდბერგის „სასტიკი თეატრის“ ტრადიციებს.
ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს. დაპირების მიუხედავად, მის ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემს.
დასაწყისი: 20:00 სთ
ასაკობრივი შეზღუდვა: +18