ოდესმე გიფიქრია საკუთარ გონებაში მოგზაურობაზე? შენი აზრით რა შეიცვლებოდა თუკი დააკვირდებოდი საკუთარ ცნობიერებსაც და ქვეცნობიერსაც?
შეეხო შენს აზრებსა და განცდებს... დაინახო მათი ფერი... გაიგო მისი ხმა...
30 და 31 მაისს თქვენ თქვენივე გონების მოდელში მოგზაურობას შეძლებთ
საერთაშორისო მულტიმედია ხელოვნების ფესტივალი - დელუზიები თბილისში მესამედ გაიმართება!
წელს ფესტივალი თავის საზღვრებს აფართოებს, ძველ თბილისში მდებარე ციფრული მუზეუმი- ჰოლოზეუმი ადამიანის გონების მოდელად გარდაიქმნება. ფესტივალი 4 ძირითად სივრცეს მოიცავს:
Cybernetic stage- განასახიერებს შენი გონების ქცევნობიერ ნაწილს, ეს არის აუდიორექტიული ვიზუალებისა და მულტიპროექციული განზომილების სივრცე, სადაც ქალაქის გამორჩეული DJ არტისტები, ტრანსცედენტურ ველს შექმნიან შენს გონებაში და მუსიკალური ბითით მოგიყვებიან ამბავს:
Line up:
VFY, ONIANI, FLORA (live) ToKe,Yamoc, Different Groove, DTSDJ
Madlobass showcase:
The Machete Boyz, Kercha, Granul b2b PRAYER, P1TT, TimeLess Trip, RafDog feat. Maria Salieri, Irrationalizard, Goka, Krugozor.
Daytime:
Noatrex; Oneetua; LTK
Organic stage- განასახიერებს შენი გონების ცნობიერ ნაწილს. ეს არის ადგილი ინტროსპექციისთვის, განტვირთვისა და რეფრეშინგისთვის, სივრცე სადაც ქვეცნობიერი შეხვდება ცნობიერს- შესაძლებლობა გექნება მოუსმინო სხვადასხვა სპიკერის (ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების, სპირიტუალისტების) შთამაგონებელ, Mindshifting საუბრებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც შენს ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება.
Oasis Stage - ძველი თბილისის ერთ-ერთ ულამაზესი ეზო სადაც DJ არტისტები საუკეთესო ჰაუს მუსიკას შემოგთავაზებენ. ეს არის ადგილი სოციალიზაციისთვის, პოზიტიური ვაიბებისა და ამაღლებული განწყობისთვის.
Line up:
Nika Key, Jay, Itallika, Gurulee, Vm, Head-Hop Grill,
Media Hall - ადგილი, სადაც ტექნოლოგია და ხელოვნება ერთმანეთს უკავშირდება, ვიზუალ არტისტების შემოქმედება კი თქვენი წარმოსახვას ხელშესახებს გახდიან.
ფესტივალი ტარდება Beatlem-ისა და Madlobass-ის კოლაბორაციით.ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გააცნობიეროთ თქვენივე დელუზიები!