გელოდებით 12 დეკემბერს, აბაშიძის 60-ში, განსაკუთრებული მოსავლის წლების ბოლო ნიმუშების დეგუსტაციაზე
ღვინოებს, რომლებსაც ხუთშაბათს გავსინჯავთ ბევრისთვის უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. სწორედ ამ სიყვარულიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა ნელნელა იკლებს და ჩვენც გადავწყვიტეთ, ალბათ ბოლოჯერ, გაგვესინჯა ისინი თქვეთან ერთად.
კონკრეტული მოსავლის ღვინის ამოწურვა სევდიანი, თუმცა ასევე განსაკუთრებული მომენტია. გვესტუმრეთ, ერთად შევუხამოთ ეს ღვინოები ქართულ გემოებს, ვისაუბროთ მათზე და გავუზიაროთ ერთმანეთს ემოციები.