Deep Purple თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Deep Purple

Deep Purple

Deep Purple
May 26 sqr. 1, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 180
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

16.11.2025
კვირა
19:00
180 ₾ - 500
180 ₾ - 500
ვრცლად

აღწერა

რედიუმი აგრძელებს ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკალური თავგადასავლების სერიას. ამ კონცერტზე მიღებული ემოციები, უდავოდ ძალიან დიდხანს გაგყვებათ - შეხვედრა ისტორიასთან, შეხვედრა ლეგენდასთან - დიახ არ ვაჭარბებთ - 16 ნოემბერს - ძველ სპორტის სასახლეში - ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის - Deep Purple-ის კონცერტი გაიმართება!


Deep Purple - 57 წელი სცენაზე, საინტერესო მოვლენებით დახუნძლული ისტორია და გზა ,,უსასრულობისაკენ''

 

57 წლის წინ, 1968 წელის თებერვალში შეიქმნა როკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფი ,,Deep Purple'', რომელიც ჰარდ და ჰევი მეტალის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა, თუმცა ითვლება, რომ მათი მუსიკა რომელიმე კომკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება.

 


დღესდღეობით ჯგუფს მთელ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, ხოლო ,,კლასიკური შემადგენლობა'' მათ შორის გიტარისტი რიჩი ბლექმორი, კლავიშებზე შემსრულებელი ჯონ ლორდი და დრამერი იან პეისი ითვლებიან ვურტუოზულ ინსტრუმენტალისტებად.

 

არსებობის მანძილზე ჯგუფმა რამდენიმე შემადგენლობა შეიცვალა და რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზაც ჰქონდა (1976–1984). 1968–1976 წლების შემადგენლობებს უფრო ხშირად ეწოდება Mark I, II, III და IV.  მისი მეორე და კომერციულად ყველაზე წარმატებული ე. წ. ,,ოქროს'' შემადგენლობის წევრები იყვნენ იან გილანი (ვოკალი), როჯერ გლოვერი (ბას-გიტარა), ჯონ ლორდი (კლავიშებიანი საკრავები), იენ პეისი (დასარტყამი ინსტრუმენტი) და რიჩი ბლეკმორი (გიტარა). 2011 წელს ჟურნალმა Classic Rock-მა მათ ლონდონში გადასცა ნოვატორთა ჯილდო. 2013 წელს ,,Planet rock''-მა ისინი მსოფლიოს ყველა დროის ზეგავლენიანი როკ-ჯგუფების ტოპ-5-ში შეიყვანა.

 

ნამდვილი მელომანების გონებაში ალბათ ჯერკიდევ ჩაისმის, Deep purple-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სიმღერები, რომლებიც კლასიკური როკის ეპოქის, ერთ-ერთ მთავარი ჰიტად იქცა: ,,Smoke On the Water'', ,,Highway Star'',  ,,Speed King'',  ,,Fireball'',  ,,Into the Fire'',  ,,Child in Time'' და სხვები. უცნაური კი ის არის, რომ ყველაზე ცნობილი ჰიტზე,  ,,Smoke on the Water'' ჯგუფს არც უფიქრია, რომ პოპულარული გახდებოდა. სინგლის სახით არ გამოსცეს და თავიდან კონცერტებზეც არ ასრულებდნენ, სანამ აშშ-ს ერთ-ერთმა რადიოწამყვანმა არ გაუშვა ეთერში. აღნიშნული სიმღერა სინგლის სახით მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოიცა და მას შემდეგ უზომოდ პოპულარული გახდა, მთელს მსოფლიოში.

 

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას და უსაზღვრო ემოციების გაზიარებას, Deep Purple-თან ერთად. შევხვდებით 16 ნოემბერს, ძველ სპორტის სასახლეში.

 

(კარის გახსნა) ღონისძიებაზე შემოსვლა დაიწყება - 19:00-დან

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

Deep Purple

ადგილი

თბილისის სპორტის სასახლე
თბილისის სპორტის სასახლე — სპორტული დარბაზი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. დარბაზი დიდი დასწრებადობით მასპინძლობს საკალათბურთო, სახელბურთო, საჩოგბურთო, ძიუდოს, კრივის შეხვედრებს. 1957 წელს დაწყებული მშენებლობა დასრულდა 1961 წელს. შენობა გაიხსნა იმავე წელს. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე და კონსტრუქტორი დავით ქაჯაია. თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე კონცერტები გამართეს იან გილანმა, ალა პუგაჩოვამ და სხვებმ
ამ ადგილის ყველა ღონისძიება