Dedaena Bar X Tbilisi Crew For ONIANI
Dedaena Bar, Tbilisi Crew და ქართული ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენელი არტისტები ვვერთიანდებით ბექას დასახმარებლად და 12 ივლისს Dedaena Bar-ში დაუვიწყარ ღამეს გთავაზობთ.
“Tbilisi Crew”- არის თბილისში დაფუძნებული დიჯეი ლეიბლი, რომელიც აერთიანებს 4 არტისტს - ONIANI,Kanko,Jax,Vahanya. მათი შემოქმედება მოიცავს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებს, რაც მათ მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. https://soundcloud.com/tbilisi-crew-community
Jax- არის საბა ჯავახიშვილის პროექტი, ის არის Tbilisi Crew-ის თანადამფუძნებელი და გუნდის წევრი, მისი შემოქმედება აერთიანებს ჟანრებს , როგორებიცაა: Progressive Trance , Progressive House და Acid.
https://soundcloud.com/saba-javakhishvili-548261053
Kanko- არის თბილისში დაფუძნებული არტისტის, ლუკა კანკიას, პროექტი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია 80-იანების და 90-იანების ჟღერადობებზე და აერთიანებს ისეთ ჟანრებს, როგორებიცაა Italo Body,Italo Disco,Trance, House,EBM. https://soundcloud.com/djkanko
Vahanya- არის Trance მუსიკის პროექტი, რომელიც თავისი სეტებით მსმენელს მელოდიურ და ენერგიულ განზომილებაში ამოგზაურებს. მისი მუსიკალური სტილი აერთიანებს ტრენს , გოა და progressive ტრენსის ელემენტებს, რაც ქმნის უნიკალურ და ჰიპნოტურ ატმოსფეროს. https://soundcloud.com/dimitri-vaxania
Yamoc - ტოგონიძე პაპუნა (DJ/Producer) მისი მუსიკა ძირითადად 90-იანების Progressive Trance, Progressive House ჟანრებს მოიცავს. მას შემდეგ რაც მუსიკის წერა დაიწყო, მისი მუსიკა არა ერთ ლეიბლზე არის გამოსული.
https://soundcloud.com/papuna-togonidze
Kote Japaridze - გამოცდილი ქართველი დიჯეია. მისი სეტები გამოირჩევა მუსიკის შერჩევისადმი არატრადიციული და არასტატიკური მიდგომით. ტექნიკურად დახვეწილი შესრულება და მრავალჟანრული მუსიკალური მოგზაურობები მისი შთაგონების მთავარი წყაროა აუდიტორიასთან უკუკავშირის შესაქმნელად. 2017-დან 2019 წლამდე ის იყო BASSIANI-ს HOROOM-ის რეზიდენტი. ის ასევე არის 303HZ გუნდის წევრი, ის დიჯეინგის საფუძვლების კურსის კურატორი და მენტორია.
https://soundcloud.com/kote-japaridze
Bounce Sapience - ახალი სახელია ელექტრონული მუსიკის სცენაზე, რომელიც ენერგიულ სეტებს წარმართავს ჰაუს მუსიკის ჟანრში, აერთიანებს რა House, Disco House, Funk და Minimal Deep Tech ელემენტებს.
https://soundcloud.com/tornike-tsintskaladze
_________________
Entrance: Voluntary Donation
Face and Age Control [18+]