დედა ენა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
დედა ენა

დედა ენა

დედა ენა
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან12
advertising
ქართული

აღწერა

პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - ნიკოლოზ საბაშვილი

მხატვრები - ბარბარე ასლამაზიშვილი, ნიკოლოზ საბაშვილი

კომპოზიტორი - დავით თავაძე

„დედა ენა“ შემეცნებითი ხასიათის, სცენურად ორიგინალური სურათებით გამორჩეული სპექტაკლია. დედა ენის მნიშვნელობა იმდენად საინტერესო მხატვრული მიგნებებითაა გადმოცემული, რომ ბავშვს ანბანის შესწავლას, „დედა ენის“ წაკითხვის სურვილს გაუღვიძებს.

სპექტაკლის მხატვრული და შემეცნებითი დონით უფროსებიც ისიამოვენებენ.

(რეკომენდებულია 4 წლიდან)

ფოტო და ვიდეო

დედა ენა

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება