თიბისი კონცეპტისა და Project Folie-ის პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ საბავშვო დეკორატიული ხატვა - ლესვის მასტერკლასს შაბათს, 20 სექტემბერს. მასტერკლასს გაუძღვება თამარ კამკამიძე.
დამატებითი პირობები:
მასტერკლასში მონაწილეობა შეუძლიათ 5-დან 16 წლის ჩათვლით ბავშვებს.
5-10 წლის ბავშები დაიშვებიან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით.
11-და 16 წლის ბავშებთან ერთად მშობლის დასწრება შესაძლებელია სურვილისამებრ.
ბავშვები შეძლებენ სხვადასხვა ფორმის - ზოლის, ტალღების ან სხვა სახის დეკორატიული ფონის შექმნას. მასტერკლასის ბოლოს ბავშვები გამოფენენ თავიანთ ნამუშევრებს, გადაიღებენ ფოტოებს და შეეძლებათ საკუთარი დამუშავებული დაფების თან წაღება. მასტერკლასზე გამოსაყენებელი მასალები ადაპტირებულია საბავშვო გარემოსთვის და შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს.
მასტერკლასის საფასურია 120 ლარი, ღონისძიება განკუთვნილია მხოლოდ თიბისი კონცეპტ-ის მომხმარებლებისთვის.
მასტერკლასი ჩატარდება თბილისში. ადგილმდებარეობა დაზუსტდება 2 დღით ადრე. მისამართს მონაწილეებს აცნობებს Project Folie- ს წარმომადგენელი.
ადგილები შეზღუდულია.