დეკორატიული ლესვის და Lime Wash - ის მასტერკლასი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
დეკორატიული ლესვის და Lime Wash - ის მასტერკლასი

დეკორატიული ლესვის და Lime Wash - ის მასტერკლასი

დეკორატიული ლესვის და Lime Wash - ის მასტერკლასი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან400
advertising
ქართული

განრიგი

27.09.2025
შაბათი
14:00
400
28.09.2025
კვირა
14:00
400

აღწერა

თიბისი კონცეპტისა და Project Folie-ის პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ დეკორატიული ლესვისა და ლაიმვოშის მასტერკლასს 27-28 სექტემბერს. მასტერკლასს გაუძღვება თამარ კამკამიძე.

ორდღიანი პრაქტიკული მასტერკლასი განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს გაეცნოს კედლების დეკორატიული ლესვისა და ღებვის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ მაღალი ხარისხის მასალები და აითვისონ ორიგინალური ტექსტურისა და ზედაპირების შექმნის ტექნიკა.

მასტერკლასზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის დეკორატიული მასალა, როგორიცაა Limewash-ის ბუნებრივი საღებავი და მარმორინო, ასევე სხვა სახის დეკორატიული ფითხები.

*მასტერკლასში მონაწილეობა შესაძლებელია 17 წლიდან.

მასტერკლასის საფასურია 400 ლარი, ღონისძიება განკუთვნილია მხოლოდ თიბისი კონცეპტ-ის მომხმარებლებისთვის.

მასტერკლასი ჩატარდება თბილისში. ადგილმდებარეობა დაზუსტდება 2 დღით ადრე. მისამართს მონაწილეებს აცნობებს Project Folie- ს წარმომადგენელი.

ადგილები შეზღუდულია.

ფოტო და ვიდეო

დეკორატიული ლესვის და Lime Wash - ის მასტერკლასი

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება