DECODER x KAOS თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
DECODER x KAOS

DECODER x KAOS

DECODER x KAOS
Turtle Lake, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

22.08.2025
პარასკევი
23:59
50

აღწერა

DECODER კუს ტბაზე, 22 აგვისტოს, საზაფხულო საფესტივალო სერიების დასკვნით ღამეს წარმოგიდგენთ, რომელიც ელექტრონული მუსიკის ლეიბლ KAOS-თან კოლაბორაციით გაიმართება. KAOS განსხვავებული გამოცდილებების მიღების ექსპერიმენტული სივრცეა — რადიკალური და ამაღელვებელი, ღია მრავალფეროვანი არტისტებისა და ჟღერადობებისთვის, რომლებიც მუსიკის სტანდარტულ საზღვრებს სცილდება. ამ ღამეს დაუკრავენ ლეიბლის სულისჩამდგმელი, თბილისის სცენისთვის კარგად ნაცნობი არტისტი, ფირსაკრავებზე დაკვრის ოსტატი Héctor Oaks, “ტექნო-პანკი”, რომელიც ეკლექტური მარათონული სეტებით გამოირჩევა. ავსტრალიელი დიჯეი და პროდიუსერი Partiboy69 - ერთ-ერთი ყველაზე ქაოტური და უკონტროლო ხმა ელექტრონული მუსიკის სცენაზე. ვინც მის შემოქმედებას და სასცენო იმიჯს თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ Partiboy69-ისგან ყოველთვის უნდა ველოდოთ მოულოდნელს – შესრულებას, რომელიც წვეულებას ნამდვილ, ჰედონისტურ დღესასწაულად აქცევს. ბერლინის საკულტო ქვიარ წვეულებების სერიის, Herrensauna-ს მომნუსხველი რეზიდენტი Salome, და ბერლინში დაფუძნებული თბილისელი არტისტი, Seqta, რომლებიც საკლუბო და საფესტივალო გამოცდილებას უწყვეტი და შეუჩერებელი ცეკვის სივრცედ გარდაქმნიან.

ასაკი: 18+

ფოტო და ვიდეო

DECODER x KAOS

ადგილი

კუს ტბა
კუს ტბა ან ქორქის ტბა — ტბა საქართველოში, ქალაქ თბილისში. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ სიმაღლეზე. კუს ტბა თბილისელთათვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება