DECODER: I HATE MODELS, 999999999, GREENBEAM & LEON, KARINA SAAKYAN თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Top Sale
DECODER: I HATE MODELS, 999999999, GREENBEAM & LEON, KARINA SAAKYAN

DECODER: I HATE MODELS, 999999999, GREENBEAM & LEON, KARINA SAAKYAN

DECODER: I HATE MODELS, 999999999, GREENBEAM & LEON, KARINA SAAKYAN
კუს ტბა
ბილეთის ფასი
დან 80
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

DECODER კუს ტბაზე, ცისკარში, 18 ივლისს, საზაფხულო სერიით ბრუნდება და ელექტრონული მუსიკის მსმენელს ღია ცის ქვეშ, მწვანე სივრცეში, გამორჩეულ არტისტებს წარმოგიდგენთ:

I Hate Models ფრანგი პროდიუსერისა და დიჯეის ფსევდონიმია, რომელიც ნიღბის უკან იმალება და დღესდღეობით ერთ-ერთი მასშტაბური არტისტია ელექტრონული მუსიკის სცენაზე. მისი მუსიკა განსაკუთრებული ეკლექტურობით ხასიათდება, სადაც განწყობათა დიაპაზონი ნოსტალგიას, მარტოობას, მელანქოლიასა და ბრუტალურობას შორის მერყეობს.

999999999 --- იტალიური ტექნო დუო მძიმე, ცივი და უხეში ჟღერადობის მოყვარულთა შორის ფართო აღიარებით სარგებლობს მსოფლიოს გარშემო. 999999999-ის ცოცხალი შესრულება, სეტები და სტუდიური ჩანაწერები მუდმივი ცვალებადობით, იმპროვიზაციითა და ენერგიულობით გამოირჩევა, რაც მათ საპატიო ადგილს უმკვიდრებს სცენის ავანგარდში.

Greenbeam & Leon ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქართული ტექნო პროექტია, რომელიც 2002 წელს დააარსეს თბილისელმა პროდიუსერებმა, აჩი თაბუკაშვილმა და ლეონ ლოლიშვილმა. მოგვიანებით, მათ Vulkanski-ისა და Boyd Schidt-ის სახელით გააგრძელეს წარმატებული სოლო მოღვაწეობა, თუმცა პროექტის დაფუძნებიდან ოცზე მეტი წლის გასვლის შემდეგ გადაწყვიტეს, რამდენიმე საიუბილეო სეტი დაუკრან ერთად.

Karina Saakyan სომხეთის ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ერევნის საკულტო ქვიარ წვეულებების სერიის, Diaries-ის რეზიდენტის სეტები დახვეწილი თხრობის მანერითა და ტექნიკური შესრულებით გამოირჩევა, სადაც დიჯეი და მსმენელი მუდმივ ემოციურ კავშირშია ერთმანეთთან.

 

ასაოკობრივი შეზღუდვა: 18+

ფოტო და ვიდეო

DECODER: I HATE MODELS, 999999999, GREENBEAM & LEON, KARINA SAAKYAN

ადგილი

Ciskari Garden
სოციალური სივრცე და საცეკვაო მოედანი კუს ტბაზე
ამ ადგილის ყველა ღონისძიება