14 აგვისტოს - ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გრაციოზული ტექნო არტისტი ნეაპოლიდან - Deborah De Luca – Mono Hall ბათუმის სცენაზე ბრუნდება. მუსიკალურ ვაიბს, ლოკალური სცენისთვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტები: Jino Dollini და le Violet განაგრძობენ.
Deborah De Luca იტალიელი ტექნო არტისტი და პროდიუსერია, რომელიც ელექტრონული მუსიკის სცენაზე თავის თავგამოდებით მოპოვებული ადგილითა და უნიკალური მუსიკალური სტილით გამოირჩევა. დაბადებული ნეაპოლში, ქალაქის შთამაგონებელმა ატმოსფერომ და ძლიერმა კულტურულმა ფესვებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი მუსიკალური გემოვნების ფორმირებაში. კარიერა მან კლუბური ცხოვრებით დაიწყო და მალევე გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გავლენიან ფიგურად თანამედროვე ტექნო ჟანრში.
Deborah-ის მუსიკა ხასიათდება ენერგიული ბითებით, ღრმა ბასებით, მელოდიური შრეებითა და ინდუსტრიული ელემენტებით. მისი სეტები ქმნის ძლიერ ემოციურ და ფიზიკურ გამოცდილებას მსმენელისთვის. მან თავისი საკუთარი ლეიბლი Sola_mente Records დააფუძნა, რომლის მეშვეობითაც ავითარებს და ავრცელებს საკუთარ მუსიკას, ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და შემოქმედებით თავისუფლებას.
მისი კარიერა მსოფლიოს წამყვანი კლუბებისა და ფესტივალების სცენებზე გადის, სადაც ის ათასობით მსმენელს უზიარებს საკუთარ მუსიკალურ ენერგიას. Deborah De Luca თანამედროვე ტექნოს ერთ-ერთი გამორჩეული და თავდაჯერებული ხმაა — ქალი, რომელმაც თავდადებით და შრომით შეძლო ტექნოს სამყაროში საკუთარი გზის გაკაფვა.
ბევრი მას ნეაპოლის დედოფალსაც უწოდებს, მისი ქარიზმატული დაკვრის მანერის გამო, რასაც მსმენელთან ყოველი შეხვედრისას ავლენს. Deborah De Luca პრაქტიკულად ყოველკვირეულად მოგზაურობს კონტიტენტიდან კონტინენტზე და უკრავს მსოფლიოს ყველაზე პრესიჟულ ღონისძიებებზე და რადიო შოუებში, რითიც დაუვიწყარ მოგონებებს ჩუქნის მსმენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Deborah De Luca-მ უკვე დატოვა თავისი წარუშლელი კვალი, ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.