საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს , ბიზნესის კლუბი კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით აგრეთვე TJRC-თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრისა და IERD- ეკონომიკური კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტის თააორგანიზატორობით გიწვევთ მასშტაბურ პროექტზე. „დებატები აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე“
პროექტი აერთიანებს აკადემიურ სივრცესა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს არის პლატფორმა, სადაც სტუდენტებს როგორც SEU-დან, ისე სხვა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ეძლევათ შესაძლებლობა, მოუსმინონ სფეროს წამყვან ექსპერტებს და თავადაც ჩაერთონ დისკუსიაში.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/6uweQpRXiYVgFC6r7
თარიღი: 15 მარტი
დასაწყისი დრო: 10:00 საათი
მისამართი : თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU (აუდიტორიის შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ წინასწარ)
სპიკერები და სესიები:
ქართულენოვანი სექტორი:
ანდრო გოცირიძე – კორპორაციული კიბერუსაფრთხოება: სახელმწიფო სუვერენიტეტის უხილავი ფარი.
იზაბელა ფერიშვილი – ხარისხის გაუმჯობესების მთავარი მაჩვენებლები HORECA-ს მიმართულებით.
ეთერ მამაცაშვილი – სავალდებულო დაგროვებითი პენსია.
ინგლისურენოვანი სექტორი:
Paata Shurgaia – Taxes and Free Market.
Nino Samchkuashvili – Economics in Action: How Global Trends Affect Local Decisions.
Maia Siradze – Basic Strategies of Monetary Policy.
რას გთავაზობთ ღონისძიება?
პრაქტიკული ცოდნა: გაეცანით ეკონომიკის აქტუალურ გამოწვევებს.
დისკუსია: სურვილის შემთხვევაში წარადგინეთ თქვენი ნაშრომი ან მოსაზრებები სასურველ თემაზე.
ნეთვორქინგი: გააფართოეთ პროფესიული კავშირები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და სპიკერებთან.