მენიუ
Redrum და Ritual Booking წარმოგიდგენთ, პირველად საქართველოში, ფრანგული DSBM ლეგენდა “Nocturnal Depression” ერთდროულად მელანქოლიური და აგრესიული მიწისქვეშეთის ატმოსფეროს შექმნის. დეპრესიული ყოველდღიურობა სიძულვილით, მარტოობითა და უიმედობით სავსე რიფებში იფანტება და მსმენელს ღრმა, ემოციური ტრანსფორმაციისკენ უბიძგებს. “Nocturnal Depression” არაა ბენდი, რომელსაც უბრალოდ მოუსმენ, ეს არის ბენდი, რომელიც საკუთარი ფსიქიკის ყველაზე ბნელ მხარესთან შეგახვედრებს.
ფრანგებთან ერთად სცენას გაიზიარებს ქართული Post DS Black Metal კოლექტივი “Psychonaut 4". ბენდის შემოქმედება თვითგვემის, სასოწარკვეთის, ნივთიერებებზე დამოკიდებულებებისა და დესტრუქციისადმი ლტოლვის მტკივნეული აღიარებაა. ინტენსიური რიფების, დასამახსოვრებელი სოლოებისა და მრავალფეროვანი ვოკალის სინთეზი ღრმა შინაარსით ერთგვარი მუსიკალური კათარზისია,რომელსაც “Psychonaut 4” მსმენელში 2010 წლიდან იწვევს. Psychonaut 4 და Nocturnal Depression-ის ერთობლივი სპლიტ ალბომის მერე ეს ბენდები ისევ გაიზიარებენ სცენას.
"Askeesi" კიდევ ერთი ქართული Black Metal ბენდია,რომელიც ძალიან მოკლე ხანში დიდ მწვერვალებს მიაღწია და 3 მარტს გახსნის ამ საღამოს. 2020 წელს შექმნილი Atmospheric Depressive Black Metal ბენდი ინსპირაციას საქართველოს ტყეებში, მთებში, მითოლოგიასა და უძველეს ქართულ ლეგენდებში პოულობს. “Askeesi" შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ვიზუალითა და საინტერესო შემოქმედებითი ექსპერიმენტებით ბნელი და მძიმე მუსიკალური რიტუალის მონაწილეს გაგხდის.
3 მარტს მზე არ ამოვა.