18 ივლისს Mechanical Orange მზის, ზღვისა და მუსიკის გამორჩეული სინთეზით კვლავ უბრუნდება La Cote Tbilisi-სს.
დილის 10:00 საათიდან - საღამოს 21:00 საათამდე, დაგხვდებათ საზაფხულო ატმოსფერო, უგემრიელესი კერძები, გამაგრილებელი სასმელები და რაც მთავარია დილა სიმშვიდით და ნელი ტემპით დაიწყება - „Downtempo Rituals “-ის ფონზე.
Downtempo Rituals აშშ-ში დაარსებული მუსიკალური ლეიბლი და ივენთების სერიაა, რომელიც დღეს უკვე ამერიკას, ევროპასა და საქართველოს აერთიანებს.
მოემზადე დღის მშვიდი, ნელი და ჰარმონიული დასაწყისისთვის, რომლის მყუდრო და უსაფრთხო სივრცე, საშუალებას მოგცემს ყოველდღიური სტრესი დაივიწყო, განიტვირთო და დაისვენო.
Rampue Live - გერმანელი არტისტი და პროდიუსერი, რომელიც თანამედროვე ელექტრონული სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არტისტად ითვლება. მისი live set-ები აერთიანებს techno-ს, house-სა და melodic ელემენტებს, რაც უნიკალურ, ემოციურ და ენერგიულ მუსიკალურ გამოცდილებას ქმნის.
Lady Joker - ჰოლანდიელი არტისტები, რომლებიც ემოციური, მელოდიური და ღრმა ელექტრონული ჟღერადობით არიან ცნობილი. მათი მუსიკა აერთიანებს jazz/soul ელემენტებსა და melodic techno-ს.
Bessarionn - ქართველი არტისტი, რომლის სეტებიც გამოირჩევა ღრმა, ატმოსფერული და დინამიკური ჟღერადობით. მისი მუსიკალური მიმართულება melodic techno-სა და progressive house-ის ელემენტებს აერთიანებს.
Beska - ქართველი არტისტი, რომელმაც მუსიკისადმი სიყვარული პროფესიულ გზად აქცია და მსმენელს განსხვავებული ელექტრონული ჟღერადობა შესთავაზა.
ლაინაფი (Lineup)
Downtempo Rituals
Lady Joker
BESSARIONN
Beska
Rampue Live
ბილეთები
Early bird
დასწრება 80 ლარი
დასწრება + შეზლონგი ( ბაღის სივრცე) 110 ლარი
დასწრება+ შეზლონგი( საცურაო სივრცე) 140ლარი
| კალათა
დასწრება 100 ლარი
დასწრება + შეზლონგი ( ბაღის სივრცე) 130 ლარი
დასწრება+ შეზლონგი( საცურაო სივრცე) 160 ლარი
|| კალათა/ კარზე
დასწრება 120 ლარი
დასწრება + შეზლონგი ( ბაღის სივრცე) 150 ლარი
დასწრება+ შეზლონგი( საცურაო სივრცე) 180 ლარი
ასაკობრივი შეზღუდვა: 23+
იმ შემთხვევაში თუ ასაკობრივი ზღვარის მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ბილეთის მქონე ადამიანიც არ დაიშვება ღონისძიებაზე, გთხოვთ ყველამ იქონიოთ ID ბარათი
დრესკოდი: ფერადი
მაგიდის რეზერვაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 571 89 33 44