დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი “აქ ემღერება გულს” თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი “აქ ემღერება გულს”

დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი “აქ ემღერება გულს”

დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი “აქ ემღერება გულს”
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

24 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება მომღერალ დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი სახელწოდებით “აქ ემღერება გულს”

საკონცერტო პროგრამაში მომღერალი წარმოაჩენს ქართული სასიმღერო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს და სპეციალურად მისთვის შექნილ სიმღერებს, 

კონცერტი წარმოდგენილი იქნება ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით,  კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის მუსიკალური ხელმძღვანელობით.

 

მონაწილეობენ

 

მაია ჯაბუა

ნატალია ქუთათელაძე

მარიამ როინიშვილი

ნათია პერანიძე

აჩიკო ბერიძე

გიგა აბესაძე

კახა გრიგალაშვილი

სანდრო კობახიძე

ანკა და გივიკო სირბილაძეები

თეატრალურის კვარტეტი

ანსამბლი “ჰერიო”

ანსამბლი “შვიდკაცა”

 

ინსტრუმენტული ბენდი:

 

ლევან დეისაძე - ბას გიტარა

პაატა ანდრიაძე - კლავიში

ირაკლი მენთეშაშვილი - კლავიში

დათო ქოიავა - სოლო გიტარა

დიტო საკანდელიძე - პერკუსია

ზაზა ცერცვაძე - დასარტყამი ინსტრუმენტები

 

კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი - ქეთი გაბისიანი

კონცერტის წამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე

 

რეჟისორი - გვანცა მეფარიშვილი

მხატვარი - ვანო ჭელიძე

 

კონცერტის მხარდამჭერები:

 

საქართველოს კულტურის სამინისტრო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

სსიპ “შემოქმედებითი საქართველო”

 

კონცერტის პარტნიორები

 

კომპანია “სარაჯიშვილი”

სამშენებლო კომპანია “Geo Conctruction”



მედია პარტნიორები

 

რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”

სარეკლამო კომპანია “ალმა”

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი “აქ ემღერება გულს”

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება