დათო კენჭიაშვილი - სოლო კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
დათო კენჭიაშვილი - სოლო კონცერტი

დათო კენჭიაშვილი - სოლო კონცერტი

დათო კენჭიაშვილი - სოლო კონცერტი
May 26 sqr. 1, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

27.12.2026
კვირა
20:00
30 ₾ - 150 ₾
30 ₾ - 150 ₾
ვრცლად

აღწერა

საახალწლო საჩუქარი ქართველ მსმენელს - ახალი პროგრამა რომელიც ჯერ არ მოგისმენიათ და მთავარი ჰიტები, რომლებიც ასე ძალიან გიყვართ - 27 დეკემბერს, თბილისის ძველ სპორტის სასახლეში - SPARKS წარმოგიდგენთ, ცნობილი ქართველი მომღერლის, კომპოზიტორისა და ფოლკლორული მუსიკის შემსრულებლის - დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტს. მონაწილეობენ: ანსამბლი “თაობა” და ბენდი “EXPERIMENT”.

 

დათო კენჭიაშვილი - ქართველი მომღერალი და მუსიკოსია, რომელმაც თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი ფოლკლორისა და პოპ-მუსიკის სინთეზით დაიმკვიდრა. მისი შემოქმედებითი გზა ბავშვობიდანვე ფოლკლორულ ანსამბლებს უკავშირდება,სადაც ჩამოყალიბდა მისი ავთენტური ვოკალური სტილი და ქართული ხალხური მუსიკის ღრმა სიყვარული, თუმცა ფართო აუდიტორიამ იგი განსაკუთრებით მას შემდეგ შეიყვარა, რაც ტრადიციული მთიულური და ქალაქური მოტივები თანამედროვე ელექტრონულ არანჟირებებს შეუხამა.

 

მისმა შესრულებულმა ჰიტებმა — „შენმა სურვილმა დამლია“, „რამდენი მალოდინე“, „იორო“, "ისევ და ისევ" და „არხოტის ცასავით“ — მსმენელის უდიდესი აღიარება მოიპოვა და ინტერნეტსივრცეში მილიონობით ნახვა დააგროვა. კარიერის განმავლობაში მომღერალმა არაერთი დასამახსოვრებელიდუეტი ჩაწერა სხვადასხვა თაობის ქართველ შემსრულებლებთან, ქართველი ემიგრანტებისა დაუცხოელი მსმენელის დიდი ინტერესიდან გამომდინარე კი, წარმატებული სოლო კონცერტები დაგასტროლები გამართა ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქტიური სასცენომოღვაწეობის პარალელურად, დათო კენჭიაშვილმა დააარსა საკუთარი სტუდია, სადაც ახალგაზრდათაობას ქართულ ხალხურ სიმღერასა და ვოკალს ასწავლის. დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადქართველ არტისტად რჩება, რომლის კონცერტებიც ყოველთვის განსაკუთრებული ემოციურობითა დასრული ანშლაგით გამოირჩევა.

 

კარის გახსნა: 18:00

 

კონცერტის დასაწყისი: 20:00

 

ასაკობრივი შეზღუდვა 6+

(ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)

 

მისამართი: ძველი სპორტის სასახლე | თბილისი - 26 მაისის მოედანი N1

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

დათო კენჭიაშვილი - სოლო კონცერტი

ადგილი

თბილისის სპორტის სასახლე
თბილისის სპორტის სასახლე — სპორტული დარბაზი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. დარბაზი დიდი დასწრებადობით მასპინძლობს საკალათბურთო, სახელბურთო, საჩოგბურთო, ძიუდოს, კრივის შეხვედრებს. 1957 წელს დაწყებული მშენებლობა დასრულდა 1961 წელს. შენობა გაიხსნა იმავე წელს. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე და კონსტრუქტორი დავით ქაჯაია. თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე კონცერტები გამართეს იან გილანმა, ალა პუგაჩოვამ და სხვებმ
ამ ადგილის ყველა ღონისძიება