პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან250
ქართული

განრიგი

06.04.2026
ორშაბათი
19:00
250

აღწერა

კურსი განკუთვნილია საქართველოსა და ევროკავშირში პერსონალურ მონაცემთა დაცვით დაინტერესებული პირებისათვის. საქართველოს კანონმდებლობით, 2024 წლის 1 ივნისიდან განისაზღვრა სფეროები, რომელთა წარმომადგენელ კომპანიებსაც აქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნული კურსი ასევე განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც სურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დასაქმება ან/და უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება.
კურსის ფარგლებში შეისწავლით საქართველოში მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისა და მონაცემთა უსაფრთხოების გენერალური რეგულაციის (GDPR) მოთხოვნებს, მნიშვნელოვან ასპექტებსა და გავრცელების სფეროს. ამავე კურსის ფარგლებში, შეისწავლით პერსონალურ მონაცემთა ტიპებს, მათი დამუშავება/შეგროვების კანონიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის საფუძვლებს.
ამასთან ერთად, კურსი მოიცავს მონაცემთა მინიმიზაციას, მიზნობრიობის შეზღუდვას, სუბიექტთა უფლებებს, ინფორმაციული უსაფრთხოების ტრიადის მნიშვნელობას და ა.შ.

🎯კურსის წარმატებით დასრულებისას შეძლებთ:
🔸პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის აუდიტს და შექმნას
🔸პოლიტიკების გაწერას, მათი კანონმდებლობასა და GDPR-თან შესაბამისობის უზრუნველყოფას
🔸პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დასაქმებას და დამსაქმებლისთვის სრული მომსახურების გაწევას
🔸მონაცემთა სუბიექტის, დამმუშავებლის, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას, გადაცდომების აღმოფხვრასა და მათზე რეაგირებას.

👥სასწავლო კურსის ლექტორები:
თამთა აფთარაული – კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის და SCSA-ს ლექტორი, კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი, IT დახმარების ცენტრის ადმინისტრატორი.
ქეთევანი გრძელიძე – კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, SCSA-ს ლექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

⏳ კურსის ხანგრძლივობა:
შეხვედრების რაოდენობა: 10 (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

📅კურსის განრიგი:
მეცადინეობა დაიწყება 04.03.2026 და ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 – 21:00 საათამდე.
ჩატარების ტიპი: online

კურსის საფასური:
✅წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 250 ლარი (გადახდა 25.02.2026-ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი
✅სტანდარტული ფასი: 300 ლარი (გადახდა 25.02.2026-ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი

📌კონტაქტები:
(+995) 571 381 166 / (+995) 591 339 884 / (+995) 595 511 355
ელ-ფოსტა: info@scsa.ge⠀
☑ რეგისტრაცია:
https://scsa.ge/personalur-monacemta-daqcvis-opicris-kursi/ 

ფოტო და ვიდეო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება