დავით კლდიაშვილი | მინის თეატრის სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი"
ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად
სპექტაკლი ეძღვნება დიდი ქართველი თეატრმცოდნის, ნოდარ გურაბანიძის 95 წლის იუბილეს.
სპექტაკლი იმ ყველაფერზე რაც გვჭირს და რაც გვიჭირს.
სპექტაკლი იმ პირქუშ სამყაროზეა, სადაც ადამიანი უსუსურია, სადაც არავის აინტერესებს ადამიანის ღირსება, სადაც მთავარი ქონებაა და არა ის, ვის აქვს ეს ქონება. სპექტაკლი იმ სამყაროზეა, სადაც ტრაბახი და ტყუილი ღირსების შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად ქცეულა.
რეჟისორი - რეზო შატაკიშვილი
ქორეოგრაფი - ლაშა მძინარაშვილი
მონაწილეობენ: სოსო მგალობლიშვილი, ნათია გორდაძე, მაკა ცუცქირიძე, ელდარ ფუტკარაძე, სალომე ხუროშვილი, ნინი გიორგაძე, თორნიკე ბასიშვილი
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
