დანილა კოზლოვსკი გახდა არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ სპექტაკლის ავტორიც. სპექტაკლზე მუშაობა სავვა საველიევთან ერთად განხორციელდა, რომელიც ასევე რეჟისორის როლს ასრულებდა. სახელი გამიზნულად შეირჩა და ის შეიცავს ერთგვარ გზავნილს მაყურებლისთვის. ერთის მხრივ, ეს ეხება ცნობილი მომღერლის ფრენკ სინატრას სახელს, რომელიც კოზლოვსკის კერპია და რომლის სიმღერები იქნება შოუს მთავარი აქცენტი, მეორე მხრივ კი მიუთითებს სწორედ სიტყვა „ფრანკზე“.
მუსიკალური სოლო სპექტაკლის დროს მსახიობი გააზიარებს და გაიხსენებს ბავშვობის უნიკალურ მოგონებებს, ისაუბრებს თავის პირველ სიყვარულზე და კერპებზე, რომლითაც იგი ახალგაზრდობაში აღფრთოვანებული იყო.
ამ არტისტის ნიჭი მართლაც მრავალმხრივია. ის თინეიჯერობიდან თამაშობს ფილმებსა და თეატრში.მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან მაყურებელს კი შეეძლება ნახოს თავისი საყვარელი არტისტი.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. 1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.