გაიცანით DANCE WITH TOPOS
„არტისტული მიდგომა, რომელიც ცეკვისა და ფოტოგრაფიის საშუალებით ავლენს ლანდშაფტის დამალულ სახეებს“
შაბათი, 16 მაისი, 2026
19:00 — არტისტ თოქი და ფილმის ჩვენება
კვირა, 17 მაისი, 2026
17:00 — ვორქშოპი
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+.
არტისტ თოქი და ფილმის ჩვენება
შემოქმედებითი წარმოსახვა გარემოსთან ცნობიერი დიალოგისთვის
ინტერაქტიული არტისტ თოქის ფარგლებში კოლექტივის სამი არტისტი გააზიარებს, თუ როგორ დაეხმარათ მათი მიდგომა dancewithtopos ლანდშაფტთან დაკავშირებაში, როგორც შემოქმედებითი ინტელექტის წყაროსთან. ისინი ისაუბრებენ იმ პროცესზე, თუ როგორ შეძლეს გასცდენოდნენ ცივილიზაციის მიერ ჩამოყალიბებულ რაციონალურ ხედვას და შეეღწიათ რეალობის უფრო ღრმა და მდიდარ აღქმაში.
DANCE WITH TOPOS
ფილმი Dance with Topos გვიჩვენებს მოცეკვავეს, რომელიც სხვადასხვა ლანდშაფტს იკვლევს. ადგილიდან ადგილამდე ის ავითარებს მოსმენის განსაკუთრებულ უნარს და საშუალებას აძლევს გარემოს — ატმოსფეროს, ელემენტებს, ძალებს, მასალებს, ფერებსა და სინათლეს — მიიღოს იგი. ეს „ცოცხალი ენა“ ხდება მისი პარტნიორი, ხოლო მოძრაობის პროცესში სხეული შედის დიალოგში დედამიწის მრავალფეროვან სახეებთან.
ვორქშოპი
მოძრაობა, როგორც ხიდი შიდა და გარე ლანდშაფტებს შორის
ყველა ლანდშაფტში მოძრაობა უკვე არსებობს — ხილულად ან უხილავად. სივრცე სავსეა სხვადასხვა დინამიკით, რომელსაც მოცეკვავე სწავლობს აღქმას, შემდეგ შინაგანად ითვისებს და ბოლოს მგრძნობიარე ჟესტის საშუალებით გამოხატავს.
(ღიაა ყველასთვის, საცეკვაო გამოცდილება საჭირო არ არის)
ბილეთები:
* არტისტ თოქი + ფილმის ჩვენება (16 მაისი) — 20 ლარი
* ვორქშოპი (3 საათი) (17 მაისი) — 60 ლარი
* უიქენდის პასი (16-17 მაისი) — 70 ლარი
Dancewithtopos კოლექტივი
Matthieu — ფოტოგრაფი და მუსიკოსი
Jonathan Rousselle — მოძრაობის არტისტი და SERAKI თეატრის თანადამფუძნებელი Guillaume Rousselle — ფოტოგრაფი და მეხანძრე
ბიოგრაფიები
მათიუ არის მრავალდისციპლინური არტისტი, რომელიც ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს. იგი ქმნიდა მუსიკას სხვადასხვა მრავალმედიურ პროექტებისთვის, თანამშრომლობდა მხატვრებთან და მოცეკვავეებთან, ასევე ამზადებდა სცენურ ინსტალაციებსა და ვიდეოებს საკუთარი ნამუშევრებისთვის. ბოლო წლებში მან თავის პრაქტიკაში ფოტოგრაფიაც შეიტანა და გამართა რამდენიმე პერსონალური გამოფენა, სადაც იკვლევს თემებს, როგორიცაა ბუნებრივი ელემენტების პორტრეტები და ადამიანის ფიგურის წარმოჩენა ბუნებაში.
ჯონათანი არის მსახიობი-მოცეკვავე, რომელიც სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობს თბილისში. 2025 წელს მან დააარსა თეატრალური კომპანია SERAKI, სადაც თავის გუნდთან ერთად ქმნის საკუთარ წარმოდგენებს. იგი ასევე ატარებს ვორქშოფებს მოძრაობის საშუალებით შემოქმედებით პროცესზე, თუმცა მისი ხელოვნება ყველაზე სრულად ვლინდება მაშინ, როდესაც ის ცდილობს ლანდშაფტთან კომუნიკაციას.
გიიომი გატაცებულია ფოტოგრაფიით. მას უყვარს სამყაროში მოგზაურობა ანალოგური კამერით. მან გამართა ორი გამოფენა სამოგზაურო ფოტოგრაფიაზე. განსაკუთრებით იზიდავს ლანდშაფტების გადაღება და ბუნების სუბტილურ ძალებთან კავშირის დამყარება.2020 წელს იგი შეუერთდა ჟენევის პროფესიულ სახანძრო სამსახურს. ვიდეოს მიმართ თავისი ინტერესისა და
სამოყვარულო ფილმების გამოცდილების გაერთიანების მიზნით, 2023 წელს გახდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მედია განყოფილების წევრი, სადაც პასუხისმგებელია შემთხვევის ადგილებზე გადაღებაზე. მუდმივად ახალი მოგზაურობის შესაძლებლობების ძიებაში, იგი არასოდეს უშვებს შანსს აღმოაჩინოს მსოფლიოს ახალი რეგიონები და მათი კულტურა.