ცენტრალური ფილმი ჩეხური ახალი ტალღისა, რომელიც იდეალურად ეხმიანება 1960-იანი წლების ევროპულ განწყობებს — მსუბუქი, თავხედური, ეპატაჟური და აბსურდისტული.
ორი მოზარდი გოგონა, ერთობლივი სახელით — მარია, გადაწყვეტს, რომ თუ სამყარო უიმედოდ არის გაფუჭებული, მაშინ მათაც უნდა მოიქცნენ მის შესაფერისად — რაც შეიძლება ცუდად. მეგობრები იწყებენ დესტრუქციული ქმედებების სერიას, შთანთქავენ და ანადგურებენ ყველაფერს, რაც მათ გზაზე ხვდება.
