DA TI - ACADEMY - TBILISI თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
DA TI - ACADEMY - TBILISI

DA TI - ACADEMY - TBILISI

DA TI - ACADEMY - TBILISI
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან90
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

14.11.2026
შაბათი
21:00
90

აღწერა

მოემზადე სრულიად განსხვავებული მუსიკალური გამოცდილების მისაღებად. 14 ნოემბერს წარმოდგიდგენთ, პოპულარული არტისტის DA TI-ს კონცერტს, აკადემიაში.

 

DA TI არის თანამედროვე სოლო არტისტი და ელექტრონული პოპ მუსიკის შემსრულებელი, რომლის შემოქმედებაც გამოირჩევა მელოდიური, რბილი ვოკალითა და პოლირებული, დახვეწილი ჟღერადობით.

 

მუსიკალურ სცენაზე მან ყურადღება მიიქცია ისეთი სინგლებით, როგორიცაა „Run Like Forrest Gump“, „Dream“, „Something I Could“ და „Take Me There“. მისი შემოქმედება აერთიანებს ელექტრონული მუსიკისა და პოპის ელემენტებს, ხოლო ემოციური და ატმოსფერული ტექსტები მსმენელში ხშირად შინაგან ძიებებთან და ოცნებებთან არის დაკავშირებული. არტისტმა მსმენელს ასევე წარუდგინა ახალი რელიზი სახელწოდებით DATIVERSE, რომელიც კიდევ უფრო მეტად აფართოებს მის მუსიკალურ სამყაროს.

 

კარის გახსნა: 21:00

 

ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელიპირის თანხლებით)

 

მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი

 

ღონისძიების დატოვების შემთხვევაშისტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

DA TI - ACADEMY - TBILISI

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება