გიწვევთ არომატულ მასტერკლასზე, სადაც შექმნით საკუთარ სპრეი-პარფიუმს, რომელიც ზუსტად თქვენს ხასიათს, განწყობასა და სტილს ასახავს.
ოსტატის ხელმძღვანელობით გაეცნობით პარფიუმერიის საფუძვლებს, ისწავლით ნოტების შეხამებას და გაიგებთ, როგორ იბადება ჰარმონიული კომპოზიცია. თქვენ თავად შეარჩევთ ინგრედიენტებს და შექმნით უნიკალურ ფორმულას, რომელიც სხვას არავის ექნება.
