მრუდე სარკეები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მრუდე სარკეები

მრუდე სარკეები

მრუდე სარკეები
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან16
advertising
ქართული

აღწერა

თბილისის თეატრისა და მუსიკის აკადემია მოძრაობის თეატრში წარმოგიდგენთ
 

საავტორო საბავშვო მუსიკალურ წარმოდგენას – „მრუდე სარკეები“
 

სპექტაკლის მოქმედება ვითარდება ატრაქციონების პარკში, სადაც გულწრფელ მეგობრობას უპირისპირდება ანგარება, შურისძიება და უნდობლობა. თუმცა, ერთ ჯადოსნურ ღამეს სიკეთე იმარჯვებს, სამყაროში ბრუნდება ბედნიერება და ყველა წყენა ეშმაკის ბორბალს მიყვება.
 

პიესის ავტორი და რეჟისორი: გრიგოლ ჟორდანია

კომპოზიტორი: ანა ჟორდანია

ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე

რეჟისორის ასისტენტი: ანანო ქარუმიძე
 

მონაწილეობენ: ნიკუ კემულარია, ტუსი ბახტაძე, სესილი სულაბერიძე, ნენე ქერაშვილი, ნინო კლდიაშვილი, მართა მიდელაშვილი, მაშო ჩხეიძე, ლიზა სეფერთელაძე, ანა ცხადაძე, ელენე ქელდიშვილი, ბარბარე ბერიშვილი, ანასტასია კანდელაკი, გიორგი ახობაძე, ლიზა ჟიჟილაშვილი, დავით ჩერქეზიშვილი, ნინუკა ბახტაძე, იულია რევიშვილი, მარიამ აბლოთია
 

სპეციალური მოწვევით: ელენე მანჯგალაძე

ფოტო და ვიდეო

მრუდე სარკეები

ადგილი

მოძრაობის თეატრი
«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თეატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის სამყაროში. პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო. მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე (2013 წ.), რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება