8 ნოემბერს CUBE ლაივ შესრულებით უმასპინძლებს კლუბის რეზიდენტს, Progressive Trance/House ჟღერადობაზე ორიენტირებულ დიჯეის, პროდიუსერსა და ლაივ არტისტს Sevda. მასთან ერთად წარდგება ლოკალური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი, KIBE-ის რეზიდენტი VFY, რომელიც ასევე Tobako Tween სახელითაა ცნობილი. არტისტებს შეუერთდება კლუბის Bassiani რეზიდენტი, მრავალფეროვანი სეტებით გამორჩეული Sophie Phare. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს მულტიმედია არტისტი, რადიო ჰოსტი და დიჯეი Ani Kvirkvelia, რომელიც ასევე Aniway სახელითაა ცნობილი
