მენიუ
სპექტაკლი „კრემულატორი“ – ეს არის დამოუკიდებელი თეატრალური პროექტი, რომელიც ბერლინში შექმნეს რუსმა თეატრის მოღვაწეებმა. ისინი ომამდე რუსეთში წამყვან სცენებზე მუშაობდნენ, ახლა კი ბერლინში შეხვდნენ ერთმანეთს და არ სურთ ახალ კულტურულ ლანდშაფტში უკვალოდ გაქრეს. „კრემულატორი“ არის პირველი დადგმა, რომელიც ეფუძნება ბელარუს-შვეიცარიელი მწერლის, საშა ფილიპენკოს, ამავე სახელწოდების რომანს, დაწერილს საბჭოთა კავშირის პირველი კრემატორიუმის დირექტორის დაკითხვის ოქმების საფუძველზე.
მთავარი გმირი – თეთრგვარდიელი ოფიცერი პიოტრ ნესტერენკოა, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსულ ემიგრაციის მთელ გზას გადის: კონსტანტინოპოლიდან ბელგრადამდე და პარიზამდე. პარიზში ის საბჭოებთან გარიგებას დებს და სამშობლოში ბრუნდება, სადაც ახალი მნიშვნელოვანი თანამდებობა ელის – მოსკოვის პირველი კრემატორიუმის დირექტორის პოსტი. თითქმის 20 წლის განმავლობაში ნესტერენკო დღისით ჩვეულებრივი ადამიანებისა და საბჭოთა ელიტის წარმომადგენლების გვამებს წვავდა (მაგალითად, მან დაწვა მაიაკოვსკის სხეული), ღამით კი – „ხალხის მტრების“ საიდუმლოდ დახვრეტილ გვამებს. ეს არის ამბავი მანიპულაციაზე და საკუთარი სიმართლის არჩევანზე, მის დაწვასა და წაშლაზე, ემიგრაციასა და გასული საუკუნის ომზე, სიკვდილზე, სიყვარულსა და რწმენაზე.