კომპანია PULSE გთავაზობთ შეხვედრების სერიას/ვორქშოფს, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებისთვის, ვისაც სურს გამოიმუშავოს და გააძლიეროს შინაგანი ენერგია და ასევე პრაქტიკული ცოდნა:
- იდეების გენერირება
- პრობლემებისა და საკითხების მოქნილად გადაჭრა
- უნარების გამომუშავება შემოქმედებითი ენერგიის გასაძლიერებლად ყოველდღიურობაში
- რჩევების მიღება, თუ როგორ აქციონ იდეები რეალობად
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ გახდეთ უფრო ბედნიერები ცხოვრებაში — გაალამაზოთ ყოველი დღე.
მაგალითად, ოჯახში წარმოშობილი პრობლემის კრეატიულად და სასარგებლოდ გადაჭრა იძლევა უკეთესი ყოველდღიურობისა და მეტი თვითშეფასების საფუძველს. ხოლო შემოქმედებითად მოფიქრებული კერძის რეცეპტით მიღებული გემო ერთდროულად არის სიამოვნებაც და წარმატებაც
ბილეთის ფასი – 100₾
2 შეხვედრა – ჯამში 6 საკონტაქტო საათი.
16 სექტემბერი 19:00-22:00;
17 სექტემბერი 19:00-22:00
ვორქშოფის ფარგლებში:
მონაწილეები გაერკვევიან, რა განსხვავებაა შემოქმედებითობას, კრეატიულობასა და ინოვაციას შორის და შექმნიან ერთიან რესურსულ ჯაჭვს ამ სამი კომპონენტით იმისათვის, რომ მათი შეგრძნება იდეად და შემდეგ რეალობად იქცეს
ასევე გადმოგეცემათ „ოქროს რჩევების სია“ მეწარმეობისა და პროდუქტების განვითარებისათვის, რომელიც ავტორმა წლების განმავლობაში დააგროვა პირადი გამოცდილების (განსაკუთრებით PULSE-ში), Blue Ocean მეწარმეებისა და სხვა ადამიანების პრაქტიკის საფუძველზე
ჯამში მიიღებთ იმას, რაც სტანდარტული ცოდნის ჩარჩოებს სცდება.
ინსტრუქტორი/ტრენერი
კახი სამხარაძე — კომპანია „PULSE“-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებშიც მან არაერთი ახალი და სასარგებლო პროდუქტი შექმნა ადამიანებისა და კომპანიებისთვის. კახის ასევე აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტრატეგიული მარკეტინგის მიმართულებით. (https://www.linkedin.com/in/kakha-samkharadze/)
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 599 787070