კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი საღამო
კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი საღამო.
2026 წლის 28 ივნისი, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ გვერდწითელი, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, სოფო ხალვაში, თამთა ხუხუნაიშვილი, ანსამბლი “ალილო”, თეატრალურის კვარტეტი, ანსამბლი ბათუმი
საღამოს წამყვანი ანა შამილაძე
მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი და ბენდი.
„ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026.“
2011 წელს მუსიკალურ ცენტრს გადაეცა არქიტექტორ ვახტანგ ხმალაძის მიერ დაპროექტებული შენობა — „არტ-ცენტრი“.
დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი აჭარის რეგიონის წამყვანი კულტურული დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ეს უნიკალური სივრცე მასპინძლობს კონცერტებს, საოპერო სპექტაკლებსა და თეატრალურ შოუებს, რაც ფართო აუდიტორიის გემოვნებას აკმაყოფილებს სხვადასხვა ჟანრში. ცენტრი წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტალანტებისთვის, იზიდავს როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს. მაღალი რეპუტაციითა და მდიდარი პროგრამებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.