იდუმალი ტერორისტი გეგმავს მარსის მოსახლეობის განადგურებას (მარსი აქ მზის სისტემის დედაქალაქად არის წარმოდგენილი) უცნობი პათოგენის გამოყენებით.
კოსმოსური ხომალდის „ბიბოპის“ თავებზე მონადირეების გუნდი იწყებს დამნაშავის ძებნას. მათი მიზანია დაიჭირონ ტერორისტი მანამდე, სანამ თავდასხმა მოხდება.
სერიალებზე დაფუძნებული ფილმების უმეტესობა ან პრიქველია, ან გაგრძელება.
„კოვბოი ბიბოპი“ უფრო სპინ-ოფს ჰგავს. ამის წყალობით ფილმი არა მხოლოდ ფრთხილად უვლის გვერდს სერიალის დრამატულ ფინალს, არამედ ხდება იდეალური შესავალი „კოვბოი ბიბოპის“ სამყაროში.
ეს შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს კულტურ ანიმეს, მაგრამ არ არის მზად მთელი სერიალის ყურებისთვის.
