ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი წარმოგიდგენთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის ლია ქაროსანიძის საჯარო ლექციას თემით - "შეთანხმებული ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში და ილია ჭავჭავაძე".
21 თებერვალი, 14:00 საათი, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი.
დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე - 0322180421, მოგვწერეთ მეილზე, info@ichavchavadze.ge ან პირად შეტყობინებაში.