🚀𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 გთავაზობთ ლექციათა ციკლს თემაზე „სამშენებლო სამართლის 𝐀𝐁𝐂“, რომელსაც გაუძღვება სამშენებლო სამართლის ექსპერტი ნინა ჯულაყიძე. პრაქტიკული კურსი „სამშენებლო სამართლის 𝐀𝐁𝐂“ აერთიანებს ოთხ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც სილაბუსით გათვალისწინებული საკითხების განხილვა განხორციელდება 𝐜𝐚𝐬𝐞 𝐬𝐭𝐮𝐝𝐲 პრინციპით.
🏗️სამშენებლო სამართალი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და მოთხოვნადი მიმართულებაა. თუმცა, დამწყები იურისტისთვის ხშირად რთულია დაინახოს საიდან იწყება ეს სფერო, რა ეტაპებს მოიცავს სამშენებლო პროცესი და რა როლი აქვს იურისტს თითოეულ ეტაპზე.
🎯კურსი განკუთვნილია დამწყები იურისტებისათვის და ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს სამშენებლო სამართლის სრული ციკლის დანახვა მარტივად, პრაქტიკულად და სისტემურად.
💡კურსის მიზანია მსმენელს შეუქმნას მკაფიო წარმოდგენა, რა არის სამშენებლო სამართალი, როგორ იწყება მშენებლობა, რა მნიშვნელობა აქვს მიწის სამშენებლო უნარიანობის შეფასებას, რა ეტაპებს გადის საქმე ნებართვის მოპოვებამდე, როგორ მზადდება მშენებარე უძრავი ქონების ხელშეკრულებები, რა როლი აქვს მუნიციპალურ ინსპექციას და როგორ გადადის მშენებლობა დავაში.
კურსი განკუთვნილია:
👉დამწყები იურისტებისთვის, რომლებიც საქმიანობის ნიშას ეძებენ;
👉გამოცდილი იურისტებისათვის, რომელთაც სიახლეები და ახალი სპეციალიზაცია აინეტერესებთ;
👉არქიტექტორებისთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგონ ნებართვის მოპოვების პროცესში შესათანხმებლად წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის მნიშვნელობა და თანმდევი სამართლებრივი რისკები.
👉დეველოპერულ კომპანიებში მომუშავე თანამშრომლებისთვის;
👉ყველასთვის, ვისაც სურს დაინახოს სამშენებლო პროცესის სამართლებრივი მხარე;
კურსის სტრუქტურა:
▪️ 𝟑𝟎 მაისი მიწის სამშენებლო პოტენციალი და მშენებლობის ნებართვის გზა
იხ. სილაბუსი https://shorturl.at/UlMzC
▪️ 𝟔 ივნისი სანებართვო დოკუმენტაცია და კერძოსამართლებრივი გარიგებები
იხ სილაბუსი https://shorturl.at/BQPWH
▪️ 𝟏𝟑 ივნისი მუნიციპალური ინსპექცია, სამშენებლო დარღვევები და სანქციები
იხ. სილაბუსი https://shorturl.at/AdUiB
▪️ 𝟐𝟎 ივნისი სამშენებლო დავები და სასამართლოში გასაჩივრება
იხ. სილაბუსი https://shorturl.at/Uh7CT
📆თარიღები: 𝟔 ივნისი, 𝟏𝟑 ივნისი, 𝟐𝟎 ივნისი
⏰დრო: 𝟏𝟏:𝟎𝟎–𝟏𝟕:𝟎𝟎
📍გამართვის ადგილი: სასტუმრო „მერკური“, პეტრე მელიქიშვილის 𝟏𝟎 (ფილარმონიასთან), ასევე 𝐳𝐨𝐨𝐦 პლატფორმის მეშვეობით.
💸ერთი შეხვედრის ღირებულება: 𝟑𝟗𝟎 ლარი;
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის ფილარმონიაში Mercure Hotel-ში, განსაცვიფრებელი ახალი დამატება ცოცხალი ქალაქის ცენტრში