გამოფენა Connect – Reconnect იხსნება თბილისში
20-დან 22 მარტის ჩათვლით გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება მასშტაბური პროექტი, რომელიც აერთიანებს ხმას, პერფორმანსსა და თანამედროვე მედია ხელოვნებას.
პროექტში მონაწილეობს 13 ხელოვანი თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და ბერლინიდან. პროგრამა მოიცავს ხმოვან და აუდიოვიზუალურ ინსტალაციებს, პერფორმანსებს, ვიდეოებს, ტექსტებსა და სკულპტურულ ელემენტებს.
ექსპოზიცია მოიცავს შენობის მთელ სივრცეს — შიდა ეზოდან სახურავამდე.