კონფერენცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
კონფერენცია

კონფერენცია

კონფერენცია
Tbilisi, Georgia
ქართული

აღწერა

კონფერენცია — „განათლების ფსიქოლოგია — სწავლა-სწავლების პრინციპები სკოლამდელი, ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურზე“

ნეირორეაბილიტაციის ცენტრ „ნორდი-2022“-ის მხარდაჭერითა და მასპინძლობით, ა(ა)იპ „თავისუფალი საზოგადოება ახალი ნაკადის – საქართველოს დარბაზის“ განათლების ფოკუს ჯგუფი ატარებს მცირე ფორმატის პროფესიულ კონფერენციას.

„ნორდი-2022“, როგორც ბავშვთა განვითარების, ნეირორეაბილიტაციისა და განათლების ხელშემწყობი სივრცე, მუდმივად ზრუნავს ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერაზე, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე, ინკლუზიური და ბავშვზე ორიენტირებული განათლების განვითარებას.

� კონფერენციის ფარგლებში განვიხილავთ:
• სწავლა-სწავლების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს;
• სკოლამდელი განათლების მნიშვნელობას ბავშვის განვითარებაში;
• დაწყებითი განათლების როლს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწავლის უნარების ჩამოყალიბებაში;
• ინკლუზიური განათლების თანამედროვე მიდგომებს და პრაქტიკულ გამოცდილებას.

� კონფერენცია განკუთვნილია:
� საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის;
� დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის;
� სპეცმასწავლებლებისთვის;
� მეთოდისტებისა და ბაღების/სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის;
� თემით დაინტერესებული ყველა პირისთვის.

� თარიღი: 05 ივლისი, 2026
� დრო: 12:00 – 16:00
� ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, რობაქიძის 7/4
ნეირორეაბილიტაციის ცენტრ „ნორდი-2022“-ის საკონფერენციო დარბაზი

� საკონტაქტო პირი: თამარ გვენცაძე – 577 30 08 18

� ნეირორეაბილიტაციის ცენტრ „ნორდი-2022“ სიამოვნებით მასპინძლობს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ შეხვედრას და მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ინკლუზიური გარემოს გაძლიერებასა და მომავალი თაობის ჯანსაღ განვითარებას.

გელოდებით! ერთად შევქმნათ უკეთესი საგანმანათლებლო გარემო თითოეული ბავშვისთვის. 

ფოტო და ვიდეო

კონფერენცია

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება