კონფერენცია და წიგნის პრეზენტაცია: ფსიქოთერაპიული გამოცდილება - ემოციების დინამიკა, კლინიკური ხედვა და შემოქმედებითი მიდგომები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
კონფერენცია და წიგნის პრეზენტაცია: ფსიქოთერაპიული გამოცდილება - ემოციების დინამიკა, კლინიკური ხედვა და შემოქმედებითი მიდგომები

კონფერენცია და წიგნის პრეზენტაცია: ფსიქოთერაპიული გამოცდილება - ემოციების დინამიკა, კლინიკური ხედვა და შემოქმედებითი მიდგომები

კონფერენცია და წიგნის პრეზენტაცია: ფსიქოთერაპიული გამოცდილება - ემოციების დინამიკა, კლინიკური ხედვა და შემოქმედებითი მიდგომები
178, დ. აღმაშენებლის გამზ.
ბილეთის ფასი
დან50
ქართული

აღწერა

კონფერენცია და წიგნის პრეზენტაცია 

გიწვევთ პროფესიულ კონფერენციაზე, სადაც შეხვდებით მენტალური ჯანმრთელობის სფეროს წამყვან ექსპერტებს - ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს, რომლებიც გააზიარებენ საკუთარ ხედვებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და შემოქმედებით ინსპირაციებს. 

კონფერენციაზე მოხსენებებს წარადგენენ

თქვენთვის კარგად ცნობილი, სფეროს წამყვანი პროფესიონალი ფსიქოლოგები - თამარ გაგოშიძე, მზიკო დალაქიშვილი, ანა ღვინიანიძე, ირინა ტაბუციძე, ქეთი დალინკევიჩი, თამარ ისაკაძე. 

ასევე წამყვანი ფსიქიატრები: ეკა ჭყონია, მარიამ ჭელიძე.

 


ეს კონფერენცია ქმნის დიალოგურ სივრცეს ფსიქოთერაპიის გარშემო, სადაც პროფესიონალები ისაუბრებენ ადამიანის ემოციებზე, წარადგენენ კლინიკურ ხედვასა და შემოქმედებით მიდგომებს. 

ღონისძიებაზე

ჩატარდება გათამაშებები;

გექნებათ შესაძლებლობა შეიძინოთ არტთერაპიის წიგნი და არტთერაპიული რესურსები;

გაიცნობთ ახალ ადამიანებს, აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს და დაამყარებთ პროფესიული და ბიზნეს კონტაქტებს. 

ღონისძიებაზე გარდა ცნობილი თერაპევტების მოხსენებების წარდგენისა, მოხდება ფსიქოლოგის, თამარ ისაკაძის ახალი წიგნის - „არტთერაპია - გარდასახვა შემოქმედებითი ექსპერიმენტებით“ პრეზენტაცია.
 

ვისთვის არის ეს ღონისძიება:

ღონისძიება განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ფსიქოლოგიით, თვითშემეცნებით და ემოციური კეთილდღეობით, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი ფსიქოთერაპიის ძალასა და შესაძლებლობებზე. 

თვითგანვითარების გზაზე მყოფი ადამიანებისთვის – ვინც საკუთარ ემოციურ პროცესებს სწავლობს და ღრმად აფასებს ფსიქოთერაპიის პოტენციალს;

ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის – ვინც პრაქტიკაში იყენებს ან აპირებს გამოიყენოს როგორც კლინიკური, ისე შემოქმედებითი მიდგომები;

ექიმებისა და ფსიქიატრებისთვის – რომლებიც დაინტერესებული არიან თანამედროვე და ინტეგრირებული მიდგომებით;

სფეროს სხვა პროფესიონალებისთვის – (კონსულტანტები, ტრენერები, ქოუჩები, სოციალური მუშაკები, მასწავლებლები, ტრენერები და სხვა);

სტუდენტებისა და დამწყები სპეციალისტებისთვის – ვისაც უნდა მოუსმინოს პრაქტიკოსებს, გაიგოს რეალური მაგალითები და გამდიდრდეს ინსპირაციით.

 

 რას მიიღებთ?

თანამედროვე ფსიქოთერაპიული მიდგომების, პრაქტიკული მაგალითებისა და კლინიკური კვლევის სიახლეების გაცნობას;

ინსპირაცია არტთერაპიიდან – შემოქმედებითი მიდგომების ძალა ფსიქოლოგიურ პროცესებში;

ნეთვორქინგის შესაძლებლობა პროფესიონალებთან;

სივრცე შეკითხვებისთვის, დისკუსიებისთვის, კონტაქტებისა და ახალი პერსპექტივებისთვის.
 

 ღონისძიება დასრულდება ფურშეტით, სადაც თავისუფალ, არაფორმალურ გარემოში შეგეძლებათ დასმულ თემებზე ღიად საუბარი და კონტაქტების დამყარება.

 

ფოტო და ვიდეო

კონფერენცია და წიგნის პრეზენტაცია: ფსიქოთერაპიული გამოცდილება - ემოციების დინამიკა, კლინიკური ხედვა და შემოქმედებითი მიდგომები

ადგილი

ibis Tbilisi Stadium

განთავსებულია დავით აღმაშენებლის პროსპექტის დასაწყისში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება