9 დეკემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება კონცერტი, სახელწოდებით „Concertante“, რომლითაც საზეიმოდ დაიხურება მე-12 „თბილისის ბაროკოს ფესტივალი“. ეს საღამო განსაკუთრებულია თავისი კონცეფციით — ორკესტრი სცდება ბაროკოს ეპოქას და მსმენელს პრეკლასიკური, გვიანდელი კლასიკური და ადრეული რომანტიზმის პერიოდის კომპოზიტორთა (კ. სტამიცი, მ. ჰაიდნი, ჯ. როსინი, ნ. პაგანინი, ლ. ბოკერინი) სრულიად განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს. ამ კონცერტის კიდევ ერთი უმთავრესი განსაკუთრებულობა ის არის, რომ ყველა ეს ნაწარმოები თბილისში პირველად სრულდება. ამ უნიკალურ რეპერტუარს „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად გააცოცხლებენ ისეთი გამორჩეული სოლისტები, როგორებიც არიან: სერჯო აცოლინი (ფაგოტი), გიორგი გვანცელაძე (ჰობოი), ანა ქურდოვანიძე (პიანოფორტე), ნიკოლაუს ვალხი (ვალტორნა), დიეგო კანტალუპი (გიტარა) და სხვები.
პროგრამა
I
Carl Stamitz (1745–1801)
Sinfonia concertante in D major for Oboe, Bassoon and Orchestra
სოლისტები:
გიორგი გვანცელაძე, ჰობოი
სერჯო აცოლინი, ფაგოტი
Michael Haydn (1737–1806)
Concerto for Pianoforte, Bassoon and Orchestra
Allegro moderato, Adagio, Prestissimo
სოლისტები:
სერჯო აცოლინი, ფაგოტი
ანა ქურდოვანიძე, პიანოფორტე
II
Gioachino Rossini (1792–1868)
Sinfonia from the opera "Demetrio e Polibio"
Adagio – Andante - Allegro
Niccolò Paganini (1782–1840)
Pezzo concertante for Horn, Bassoon and Orchestra "a Mr. Henry"
Larghetto, Allegro moderato
სოლისტები:
ნიკოლაუს ვალხი, ვალტორნა
სერჯო აცოლინი, ფაგოტი
Luigi Boccherini (1743–1805)
Sinfonia a grande orchestra con due Violini Principali, Oboe, Chitarra, Viola, Corni, Fagotto, Violoncello obligati, e Basso
Grave – Allegro e con imperio, Grave – Allegro
სოლისტები:
გიორგი ქერელაშვილი, ვიოლინო; ანი გოგისვანიძე, ვიოლინო; გიორგი გვანცელაძე, ჰობოი; დიეგო კანტალუპი, გიტარა; მამუკა ბაბუაძე, ვიოლა; ნიკოლაუს ვალხი, ვალტორნა; სერჯო აცოლინი, ფაგოტი; ნიკიტა კრავეცი, ჩელო
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“