პატრიარქ ილია II-ს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Top Sale
ღონისძიება უკვე ჩატარდა
პატრიარქ ილია II-ს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი

პატრიარქ ილია II-ს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი

პატრიარქ ილია II-ს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი
123 A D. Aghmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან25
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

2026 წლის 25 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ანსამბლი „ერისიონი“ და სოლისტები იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, დაჩი ღლონტი. კონცერტს უდირიჟორებს მაესტრო ვახტანგ კახიძე. კონცერტზე შესრულებული იქნება ზ.ფალიაშვილის, ვ.ა.მოცარტის, პ.მასკანის, ვ.ბელინი, ილიამე-2-ს, ვ. და ჯ.კახიძის ნაწარმოებები.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

პატრიარქ ილია II-ს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი

ადგილი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკარად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორგანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად საამაყოა. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისთვის ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება