2025 წლის 22 ოქტომბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული
ცენტრი, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“
ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოჩენილი მუსიკისმცოდნის, ქართული ხალხური
მუსიკის მკვლევარისა და გამავრცელებლის, ანზორ ერქომაიშვილის 90 წლისთავისადმი
მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოკლორული
ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“.