ანსამბლების „იბერია“ და „ნენსკრა“ კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ანსამბლების „იბერია“ და „ნენსკრა“ კონცერტი

ანსამბლების „იბერია“ და „ნენსკრა“ კონცერტი

ანსამბლების „იბერია“ და „ნენსკრა“ კონცერტი
Samegrelo-Zemo Svaneti, Georgia
ბილეთის ფასი
დან20 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

 

12 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართება ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავთა ანსამბლ „იბერიას“ კონცერტი ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლ „ნენსკრასთან“ ერთად.

 

საღამოზე შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სიმღერები და ხალხური საკრავების თანხლებით წარმოდგენილი მუსიკალური ნომრები.

 

ანსამბლი „იბერია“ მოღვაწეობს ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაცია „ხრიდოლთან“ არსებულ ამავე სახელწოდების სტუდიაში, რომელიც 2014 წელს დაარსდა. ანსამბლი არაერთი კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია და აქტიურად მონაწილეობს მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებში საქართველოში და საზღვარგარეთ.

 

„იბერიას“ ხელმძღვანელები არიან ეკატერინე ხუცოშვილი და ლევან გუშარაშვილი. ანსამბლს უმასპინძლებს და საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს ფოლკლორული ანსამბლი „ნენსკრა“, ლალი ჩხეტიანის ხელმძღვანელობით.

 

ფოტო და ვიდეო

ანსამბლების „იბერია“ და „ნენსკრა“ კონცერტი

ადგილი

მესტია
მესტია — დაბა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ., თბილისიდან 456 კმ, ზუგდიდიდან 128 კმ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება