იღებთ ფოტოებს ტელეფონით ან კამერით და გინდათ გაიგოთ, რატომ მუშაობს ზოგი კადრი, ხოლო ზოგი — არა? გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ფოტოები და ისწავლოთ დანახვა იმისა, რაც კადრს ნამდვილად მიმზიდველს ხდის? მაშინ გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვისაც, ვინც უკვე იღებს, მაგრამ სურს უფრო ღრმად გაერკვეს ვიზუალსა და ესთეტიკაში.
ხუთშაბათის ვორქშოპზე ვისაუბრებთ ფოტოგრაფიის ყველაზე გავრცელებულ კომპოზიციურ ხერხებზე Magnum Photos-ის ფოტოგრაფების მაგალითებზე — ეს არის ლეგენდარული საერთაშორისო სააგენტო, რომლის ავტორებმა ჩამოაყალიბეს დოკუმენტური და საავტორო ფოტოგრაფიის ვიზუალური ენა XX–XXI საუკუნეებში.
განვიხილავთ, რას ნიშნავს კომპოზიცია პრაქტიკაში:
• როგორ მართავს ფოტოგრაფი მაყურებლის ყურადღებას
• რატომ „იჭერს“ ერთი კადრი, ხოლო მეორე იშლება
• როგორ უკავშირდება კომპოზიცია რიტმს, ჟესტს, სიცარიელეს, მასშტაბსა და მომენტს
შეხვედრის მეორე ნაწილში მსურველებს შეეძლებათ საკუთარი ფოტოების ჩვენება და ფრთხილი ფიდბექის მიღება წამყვანისა და მონაწილეებისგან.
განხილვა არ იქნება დაფუძნებული „მომწონს / არ მომწონს“-ზე, არამედ:
• როგორ მუშაობს კომპოზიცია
• რა არის უკვე კარგად გაკეთებული
• რომელი ვიზუალური გადაწყვეტები შეიძლება გაძლიერდეს
მონაწილეობა განხილვაში სურვილისამებრია — შეგიძლიათ უბრალოდ მოუსმინოთ და დააკვირდეთ. ფოტოები მოიტანეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატით.
შეხვედრას გაუძღვება ანა — სინათლის художникი, ოპერატორი, პედაგოგი და მულტიმედიის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი.
🗓 2 აპრილი, 19:00
📍 Betlemi Street 23
დასწრება — თავისუფალი დონაციით
რეგისტრაცია — ბმულზე პროფილში