იღებთ ფოტოებს ტელეფონით ან კამერით და გსურთ გაიგოთ, რატომ „მუშაობს“ ზოგი კადრი და ზოგი — არა? გინდათ გააუმჯობესოთ თქვენი ფოტოები და ისწავლოთ შემჩნევა იმისა, რაც კადრს ნამდვილად მიმზიდველს ხდის? მაშინ გეპატიჟებით გაკვეთილზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვინც დიდი ხანია იღებს, მაგრამ სურს ვიზუალისა და ესთეტიკის უფრო ღრმა გაგება.
პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაზე ვისაუბრებთ ფოტოგრაფიის ყველაზე გავრცელებულ კომპოზიციურ ხერხებზე Magnum Photos-ის ფოტოგრაფების მაგალითებზე — ლეგენდარული საერთაშორისო ფოტოაგენტო, რომელმაც XX–XXI საუკუნეების დოკუმენტური და ავტორული ფოტოგრაფიის ვიზუალური ენა ჩამოაყალიბა.
ერთად გავარჩენთ, რას ნიშნავს კომპოზიცია პრაქტიკაში:
როგორ აყალიბებს ფოტოგრაფი მაყურებლის ყურადღებას
რატომ „იჭერს“ ერთი კადრი და მეორე იშლება
როგორ უკავშირდება კომპოზიცია რიტმს, ჟესტს, სიცარიელეს, მასშტაბს და მომენტს
შეხვედრის მეორე ნაწილში მსურველებს შეეძლებათ საკუთარი ფოტოები აჩვენონ და მიიღონ ფრთხილი, კონსტრუქციული უკუკავშირი წამყვანისა და მონაწილეებისგან.
გარჩევა ფოკუსირებული იქნება არა „მომწონს / არ მომწონს“-ზე, არამედ:
როგორ მუშაობს კომპოზიცია
რა უკვე კარგად გამოვიდა
რომელი ვიზუალური გადაწყვეტილებები შეიძლება გაძლიერდეს
გარჩევაში მონაწილეობა სურვილისამებრ არის — შეგიძლიათ უბრალოდ მოუსმინოთ და უყუროთ. ფოტოები შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ფორმატში.
შეხვედრას გაუძღვება ანა კორტიუკოვა (@iwalyany) — განათების მხატვარი, ოპერატორი, პედაგოგი და მულტიმედიის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი.
