კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში

კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში

კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში
1 P. Saakadze St., Tbilisi
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

22.04.2026
ოთხშაბათი
16:00

აღწერა

22 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბში (A5 აუდიტორია) ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსი - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში. 

რაც შეეხება კონკურსს, მონაწილეები სპეციალურ პროგრამაში ქვიზებს უპასუხებენ, კითხვები იქნება შემდეგი თემატიკის: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ტურიზმი. კონკურსი სამ ეტაპად წარიმართება და ყოველი მომდევნო ეტაპი უფრო გართულდება.

სავალდებულოა, რომ გუნდის მინიმუმ ერთ-ერთ წევრს ჰქონდეს "სმარტფონი", რომ შეძლოს პროგრამაში მუშაობა.

კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და CU-ის ბრენდირებული საჩუქრები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთრეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/KnrPH 

ფოტო და ვიდეო

კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში

ადგილი

კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - "ცოდნა თავისუფლების საწინდარია". CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება