შედარებითი და ევროპული სამართალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შედარებითი და ევროპული სამართალი

შედარებითი და ევროპული სამართალი

შედარებითი და ევროპული სამართალი
Tbilisi, Georgia
ქართული

განრიგი

05.05.2026
სამშაბათი
10:00

აღწერა

2026 წლის 5-6 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - „შედარებითი და ევროპული სამართალი“.

კონფერენციის მიზანია, სამართლის სხვადასხვა დარგში არსებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემების წარმოჩენა და მათი სამართლებრივი გადაწყვეტის გზების ძიება.

⚖️ თემები დაშვებულია სამართლის ყველა დარგიდან: საჯარო სამართალი, კერძო სამართალი, სისხლის სამართალი, საერთაშორისო და ევროკავშირის სამართალი.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორებს, დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, დოქტორანტებსა და პრაქტიკოს იურისტებს.

მნიშვნელოვანი თარიღები:

▪️ 1-ელი თებერვალი - აბსტრაქტის გამოგზავნა და ელ. რეგისტრაცია;
▪️ 15 თებერვალი - შეტყობინება/პასუხი აბსტრაქტის მიღების შესახებ;
▪️ 5-6 მაისი - კონფერენცია;
▪️ 6 ივლისი - ნაშრომის წარდგენა გამოსაცემად.

სამუშაო ენა: ინგლისური

🔗 კონფერენციაში მონაწილებისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://forms.gle/3Wnt8431EbRFbGa56

ფოტო და ვიდეო

შედარებითი და ევროპული სამართალი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება