კომა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
კომა

კომა

კომა
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

კორონავირუსის პანდემიის გამო, 18 წლის გოგონა საკუთარ ოთახშია ჩაკეტილი და კომუნიკაციას მხოლოდ სოციალური ქსელებით აგრძელებს. ერთ მომენტში ის იწყებს ბლოგერ პატრისია კომას თვალთვალს, რომელიც რეკლამას უკეთებს საკუთარ გამოგონებას — „გამამხილველი“. ეს გამოცდილება აიძულებს გოგონას, დაეჭვდეს საკუთარი ნების თავისუფლებაში.

ეს არის ძალიან ექსპერიმენტული, კონსტრუქტორის პრინციპით გადაღებული ფილმი, რომელიც კარანტინის დროს შეიქმნა. ამბობენ, რომ ეს ბონელოს ყველაზე პირადი ნამუშევარია — რეჟისორის, რომელიც ასე გვიყვარს „ტანჯვის სახლის“ და „წინათგრძნობის“ გამო (ორივე არაერთხელ გვიჩვენებია). ბონელომ „კომა“ მიუძღვნა საკუთარ 18 წლის ქალიშვილს — ანას.

ფილმი სავსეა სათუთი ირონიითა და ინტერესით იმ გატაცებებისადმი, რაც ახასიათებს დღევანდელ თაობას — იმ თვრამეტწლიანებს, რომლებსაც ზრდასრულობაში პანდემია შეეფეთა. აბსურდული ვიდეოსტრიმები, რომლებსაც ზუმერები უყურებენ, გლობალური ეკოლოგიური კრიზისის შიში, სივრცის შიში, რომლის დატოვებაც შეუძლებელია, „თავისუფალი ზონის“ ძიება, სადაც საკუთარ თავად ყოფნა შეიძლება — სწორედ ეს იზიდავს რეჟისორს.

ფოტო და ვიდეო

კომა

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება